Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
ყოველთვის, როცა ჩემი ქალიშვილი მხედავდა, როგორ ვკითხულობდი ღვთისმშობლის მისასალმებელს, უცნაურად მიყურებდა.
ხანდახან მისი ბუტბუტი მესმოდა. ისევ მისალმება, დედა.
და რადგან დღევანდელი ბავშვები რჩევებსა და ქადაგებებს არ უსმენენ, მივმართე „ხრიკს“, რომელიც წმინდა პორფირიმ მამა გეორგიოს მეტალინოსს გაუმხილა, როდესაც ეს უკანასკნელი მას უჩიოდა, რომ რაც არ უნდა შეეგონებინა თავისი პატარა ქალიშვილი, ის არ უსმენდა.
- მაგრამ კურთხეულო, შენ სწორად არ იქცევი, უთხრა წმინდანმა მას.
დაიჩოქე, უთხარი ღვთისმშობელს, რა გინდა, რომ უთხრას შენს ქალიშვილს და ის ჩასჩურჩულებს ყურში და მოუსმენს მას.
გააკეთე და ნახავ.
მეც ასე მოვიქეცი.
დავიჩოქე და ვთხოვე, რომ განენათლებინა, რომ ოდესმე დაეწყო მისი მისასალმებელის კითხვა.
ის ახალგაზრდა გოგოა!
ღვთისმშობელმა დაიცვას იგი, დაეხმაროს სამსახურის პოვნაში და შემდეგ აჩვენოს კარგი ახალგაზრდა, რათა შექმნას ბედნიერი, ქრისტიანული ოჯახი.
იცით რა სწრაფად უპასუხა ღვთისმშობელმა ჩემს ლოცვებს?
სამშაბათს, როდესაც ჩემს ქმარს დასვენების დღე აქვს, მანქანით მისი მშობლების სახლში წავედით.
შუადღისას გავედით და გვიან ღამით ვაპირებდით დაბრუნებას.
ოთხ საათზე საათზე ჩემი მობილურის რეკვა გავიგე.
ჩემი გოგონა იყო.
შევშფოთდი.
ტელეფონი ავიღე:
სად ხარ დედა, გეძებ..
-ბაბუასთან ვართ, ჩემო სიცოცხლევ.
-რას ამბობ, დედა? ახლახან სახლში არ იყავი?
-არა, ჩემო გოგო, ორი საათია წასულები ვართ მეც და მამაშენიც აქა ვართ.
მაგრამ რა მოხდა?
-დავწექი დასაძინებლად.. ჩამეძინა და საძინებლის კარის გაღების ხმა გავიგე. თვალები გავახილე და შენ იყავი!
რა გინდა, დედაჩემო? გკითხე.
ოჰ, ჩემო გოგო, მინდა გთხოვო, რომ ერთი სიკეთე გამიკეთო.
რა სიკეთე, დედაჩემო? გთხოვე.
შემდეგ ჯიბიდან ამოიღე ის მისალმების ბროშურას, რომელსაც კითხულობ და მითხარი
აი, ჩემო თვალის ჩინი მინდა გთხოვო, რომ ყოველდღე დაიწყო მისასალმების კითხვა!
საწოლზე წამოვჯექი გაშლილი ხელით, მოხრილი თითებით, თითქოს რაღაც მეჭირა.
წამოვხტი და ძებნა დაგიწყე, შემდეგ კი ტელეფონზე დაგირეკე.
რა იყო დედა ეს ?
მე არ ვუპასუხე. ცრემლები წამომივიდა, რადგან მივხვდი, რომ ჩვენმა ღვთისმშობელმა შეისმინა ჩემი ლოცვები და გამოგზავნა თავისი მფარველი ანგელოზი, რომ შეეგონებინა!
და როგორც ჩანს, იმისთვის, რომ არ შეეშინებინა, მან ჩემი სახე მიიღო.
მაგრამ უდიდესი სასწაული მაშინვე მოხდა, როდესაც მკითხა როგორ დავიწყო მისასალმებლის კითხვა?
როგორ აკეთებენ ამას და მე ვუთხარი.
და როდესაც საღამოს დავბრუნდით, მან მითხრა, რომ ის არაერთხელ წაიკითხა და ისეთი დიდი სიხარული იგრძნო, რომ აღუწერელია!
და იმ დღიდან არ შეუწყვეტია მათი კითხვა!
მესმის, როგორ გადის თავისი ოთახიდან და ამბობს: „გიხაროდეს, ღვთისმშობელო მარიამ"...
და ჩემი გული სიხარულით ივსება ...
ვადიდებ ჩვენს ღმერთს და ჩვენს ღვთისმშობელს ჩემი შვილისთვის ასეთი სასწაულის მოხდენისთვის.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, გვიხსენი, შეგვიწყალე ჩვენ.
ჩაიწერა ქრისტოს ტაპანისმა.
P.S.
წმინდა მამები ირწმუნებიან
თუ ღვთისმშობლის მისასალმებელს დღეში რამდენჯერმე წაიკითხავს აუტიზმის მქონე პატარა განიკურნება.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев